Wednesday, June 29, 2011

სასწავლო პროექტები


პროექტის სახელი:  მცენარე და მისი ნაწილები.

პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:პროექტის მიზანია ,მოსწავლეებმა დაკვირვება აწარმოონ მცენარეზე და მის ნაწილებზე.

პროექტის სრული აღწერა:პროექტის მიზანია,მცენარის მთავარ ნაწილებზე: ფესვზე, ღეროზე, ფოთოლზე დაკვირვება. ფესვი ბუსუსების მეშვეობით ნიადაგიდან იწოვს წყალს  და წყალში გახსნილ მინერალურ მარილებს .ზოგი მცენარე ფესვში სამარაგო ნივთიერებებს იგროვებს და შემდეგ წელს მათ ხარჯზე აღმოცენდება. ღერო ფესვიდან მიწოდებულ წყალს ატარებს და ფოთლებს, ყვავილებს, ნაყოფს აწვდის. ამის გარდა,ღერო ფესვების მსგავსად საკვებ ნივთიერებებს იმარაგებს.  მცენარეებს ფოთლებში განსაკუთრებული, მწვანე შეფერილობის ნივთიერება, ქლოროფილი აქვთ. ქლოროფილის მარცვლები მზის შუქის მეშვეობით ჰაერიდან შეთვისებული ნახშირორჟანგთა და ფესვიდან მიწოდებული წყლით საკვებ ნივთიერებებს ამზადებს.                                                                                                          ყვავილი მცენარის გამრავლებას უზრუნველყოფს. ნაყოფში თესლი ვითარდება.ზოგ ნაყოფში 1 თესლია, ზოგში უამრავი. თესლიდან მცენარე აღმოცენდება. მოსწავლეები აწარმოებენ მცენარის მთავარ ნაწილებზე დაკვირვებებს.

მონაწილეთა ასაკი: 12 წელი.

ვადები /ხანგრდზლივობაპროექტის:3 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:პროექტის აქტივობების განხორციელება მიზნად ისახავს, მოსწავლეთა კომპეტენციების გამომუშავებას. კონკრეტულ, აქტუალურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას.კარგად დაგეგმილი სასწავლო პროექტი, პირდაპირ უკავშირდება ამა თუ  იმ საგნის საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარს.რაც საწინდარია შემდგომი სწავლის გასაგრძელებლად.

მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელება მოსწავლეებს უვითარებს მიღებული ცოდნის  და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. აგრეთვე უნარ ჩვევებს.

სარგებელი სხვებისთვის:პროექტი განთავსდება საიტზე. რაც შესაძლებლობას მისცემს სხვა მოსწავლეებს ისარგებლონ ამ პროექტით.

სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:პროექტში მონაწილეობენ მხოლოდ ერთი სკოლის მოსწავლეები.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტი პირდაპირ კავშირშია საგანთან.პროექტის გეგმა ძირითადად  იგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.
პროექტის ფასილიტატორი: ინფორმაციის ძიება, წყაროების შედარება, მონაცემების ანალიზი სასწავლო პროექტის საკვანძო კომპონენტებია.

ფასილიტატორის ელ.: marine chialashvili @ gmail con

No comments:

Post a Comment